- კულტურისკენ შემოტრიალება
- პროცესი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განსაკუთრებით კი კულტურულოგიურ კვლევებსა და კულტურის სოციოლოგიაში, ხაზს უსვამდა მნიშვნელობის ცენტრალურობას კულტურის განსაზღვრასთან მიმართებაში. ეს ფოკუსი „გაზიარებულ მნიშვნელობებზე“ შეიძლება ძალიან ერთგვაროვანი და თეორიული მოგვეჩვენოს, იმდენად რამდენადაც ნებისმიერ კულტურაში რაიმე ერთ თემას შეძლება ჰქონდეს უამრავი მნიშვნელობა და არსებობდეს რამდენიმე გზა ერთსა და იმავე საკითხის წარმოსახვისა, თუ ინტერპრეტაციისა.Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.